Sunday, September 4, 2011

გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი

პროექტის სახელწოდება: გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: საავტომობილო გზის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნება სოფელში.
პროექტის აქტუალობა: გზის ნორმალური მდგომარეობა აუცილებელია სოფლის შემდგომი განვითარებისათვის.
პროექტის მიზნები; მოსწავლეებმა ობიექტურად შეაფასონ მათ გარშემო არსებული სიტუაცია, გამოკვეთონ პრობლემები და განუვითარდეთ პრობლემის ჯგუფურად მოგვარების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 16 –17 .
ვადები/ხანგრძლივობა:2012 წლის იანვრიდან მაისამდე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნასგაადვილდება სოფლის პროდუქტების გატანარეალიზაცია,გაიზრდება მოტივაცია მეტი პროდუქტის შესაქმნელად.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსებიისტ, ნერგები, ფოტოაპარატი ან ვიდეოკამერა, ტელეფონი.   
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ლექცია არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. დისკუსია პრობლემის მოგვარების შესახებ.ვიდეომასალის შეგროვება.ნერგების შეგროვება და საჭირო ადგილებზე დარგვა.მოსახლეობასთან ერთად სანიაღვრე თხრილების გაწმენდა.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): იამზე არაბიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: iamzearabidze@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:iamzearabidze.blogspot.com